როგორ ხდება ნივთის შეკვეთა და შემდეგ მისის მიღება?   

მას მერე, რაც თქვენ აკეთებთ შეკვეთას, mytao.ge-ზე და იხდით ნივთის ღირებულებას თქვენს პირად კაბინეტში შეკვეთების განყოფილებაში ამანათის სტატუსი გადაკეთდება "შეკვეთა დადასტურებილიაზე" ამ პროცესის შემდეგ თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტი გადის შემდეგ საფეხურებს:

1. ჩინური მაღაზია ამანათს თქვენი პრიდუქტით აგზავნის ჩინეთში არსებულ ჩვენ საწყობში (პირად კაბინეტში ამანათის სტატუსი: "მიტანილია ჩინეთის საწყობში")
2. ამანათი სორტირდება და საჰაერო ტრანსპორტირების გზით იგზავნება საქართველოში (პირად კაბინეტში ამანათის სტატუსი: “გამოგზავნილია საქართველოში”)
3. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ამანათები საწყობდება ჩვენს საწყობში, რის შემდეგაც, იმის და მიხედვით თუ რა მიწოდების მეთოდი აქვს არჩეული მომხმარებელს ხდება მათი სორტირება. და მიწოდებისათვის საჭირო მოქმედებების ჩატარება

მომხმარებელი ნივთის მიღებას შეძლებს ნივთის შეძენიდან დაახლოებით 10 - 15 სამუშაო დღეში.
იმ შემთხვევაში თუ ნივთი უკვე იმყოფება თბილისის საწყობში ნივთის მიწოდება ხდება 1-2 სამუშაო დღეში. 

ამ ეტაპზე ჩვენ ნივთის მიწოდება შეგვიძლია შემდეგი მეთოდებით:

1. ნივთის გატანა თბილისის საწყობიდან (მომსახრება უფასოა)
2. მიწოდება კომპანია  DHL -ით (მომსახურება ფასიანია საფასურს თავად მომხმარებელი იხდის შეკვეთის გაფორმების დროს)

იმისათვის რომ მოახდინოთ ამა თუ იმ მიწოდების მეთოდის გამოყენება შეკვეთის გადახდის წინ აუცილებელია მიუთითოთ მიწოდების ტიპი თუმცა ამის გაკეთებას მომხმარებელი სურვილის შემთხვევაში მოგვიანებითაც შეძლებს მას შემდეგ რაც მიღებული ამანათები  თბილისის საწყობში დასაწყობდება.

ნებისმიერ დროს ონლაინ რეჟიმში პირად კაბინეტში ამანათების განყოფილებაში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი სტატუსები.